logo_geo
eng_logo
შოთა რეხვიაშვილი დმანისის ინციდენტზე: შესაძლოა, ვინმეს სურვილი აქვს, რომ აქ შუღლი იყოს, მაგრამ გამორიცხულია
- +

17 მაისი. 2021. 17:12

 

 

ქვემო ქართლის გუბერნატორის შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, დმანისში  კონფლიქტი ყოფით ნიადაგზეა მომხდარი და ეთნიკური ნიშნით შუღლის საფუძველი არ არსებობს.

 

„სიტყვიერი შეურაცხყოფა გადაიზარდა ფიზიკურში, თუმცა ქვემო ქართლში ჩვენი მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ემოციურად სხვაგვარად აღიქმება ეს ყველაფერი. არასასურველი გაგრძელებები მოჰყვა. შესაძლოა, ვინმეს სურვილი აქვს, რომ აქ შუღლი იყოს, მაგრამ გამორიცხულია. ეთნიკური ნიშნით აქ შუღლის ნიადაგი და საფუძველი არ არის. იყო საყოფაცხოვრებო კონფლიქტი“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

 

როგორც გუბერნატორმა ჟურნალისტებს განუცხადა, ინციდენტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და სამომავლოდ მსგავსი კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით, გარკვეული ნაბიჯების გადადგმა იგეგმება.

 

„მიმდინარეობს გამოძიება. შემთხვევა არ უნდა დარჩეს უყურადღებოდ. ჩვენ დავგეგმეთ ის ნაბიჯები, რაც მომავალში გამორიცხავს ამგვარ გაუგებრობებს. გვაქვს დღის წესრიგი, უნდა შევხვდეთ ორივე მხარეს, ეთნიკურ აზერბაიჯანლებს და ქართველებს, რათა ჩვენი ხვალინდელი დღე იყოს მშვიდობიანი. დავიწყოთ იმ მიზეზების გაანალიზება, რამაც კონფლიქტი აქამდე მიიყვანა. დღეს დილით 200 ადამიანი იყო მობილიზებული. შეუძლებელია, ასე 200 ადამიანი ჰაერზე მობილიზდეს. ეს არის გამოძიების თემა. თუ ვინმე არის კონკრეტული ორგანიზატორი (ალბათ არის), რა მიზანი აქვს და რა განზრახვები ამოძრავებს, ამასაც გაეცემა პასუხი“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner