„პოლიტსაბჭო იკრიბება იმიტომ, რომ იცით, შეიცვალა სიტუაცია - პოლიტიკური პარტიები ზოგი ნებით, ზოგი უნებლიეთ, ზოგი რაღაც განზრახვებით შემოვიდა პარლამენტში,“ - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, განსახილველ საკითხებს შორის იქნება საარჩევნო რეფორმაც.
„ვიწყებთ მუშაობას და ნორმალურ კალაპოტში უნდა ჩადგეს ის, რაც ჩვენს საზოგადოებას სჭირდება. ყველა საკითხთან დაკავშირებით იქნება მსჯელობა, დღის წესრიგში არსებულ საკითხებზე, რასაკვირველია საარჩევნო თემებთან დაკავშირებითაც და ყველა საკითხზე, რომელიც არის საგანგებო მნიშვნელობის ქვეყნისთვის“, - განაცხადა ვოლსკიმ.