„მყისიერად დაიწყო გამოძიება და დაკავებულია რამდენიმე პირი,“ - ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა დმანისის მოვლენებზე განაცხადა.
ლილუაშვილის თქმით, დაძაბულობა, რაც მოსალოდნელი იყო, განიმუხტა.
„გამოძიება მყისიერად დაიწყო და დაკავებულია რამდენიმე პირი. რაც შეძლო პოლიციამ, ყველაფერი გააკეთა. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ყველა ზომა გატარდა, მათ შორის დაკავება.
ჯგუფებთან მუშაობდა, როგორც შსს, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, გუბერნია. უფრო მეტი დაძაბულობა, რაც მოსალოდნელი იყო, განიმუხტა“, - განაცხადა ლილუაშვილმა.