logo_geo
eng_logo
გრიგოლ ლილუაშვილი: უფრო მეტი დაძაბულობა, რაც მოსალოდნელი იყო, განიმუხტა
- +

17 მაისი. 2021. 18:45

 

 

„მყისიერად დაიწყო გამოძიება და დაკავებულია რამდენიმე პირი,“ - ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა დმანისის მოვლენებზე  განაცხადა.

 

ლილუაშვილის თქმით, დაძაბულობა, რაც მოსალოდნელი იყო, განიმუხტა.

 

„გამოძიება მყისიერად დაიწყო და დაკავებულია რამდენიმე პირი. რაც შეძლო პოლიციამ, ყველაფერი გააკეთა. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ყველა ზომა გატარდა, მათ შორის დაკავება.

 

ჯგუფებთან მუშაობდა, როგორც შსს, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, გუბერნია. უფრო მეტი დაძაბულობა, რაც მოსალოდნელი იყო, განიმუხტა“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner