logo_geo
eng_logo
თურქეთ-საქართველოს საზღვარი ჩაიკეტა
- +

16 ივლისი. 2016. 02:04


თურქეთ-საქართველოს საზღვარი ჩაიკეტა.

ამ დროისათვის საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც თურქეთში გადასვლას გეგმავდნენ უთხრეს, რომ საზღვარზე თურქეთის მხარის გადაწყვეტილებით მიმოსვლაზე შეზღუდვაა დაწესებული. საზღვარი ჩაკეტილია მხოლოდ ტურისტებისთვის, თურქეთის მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთა თავისუფლად შეუძლიათ. საზღვარი ჩაკეტილია თურქეთის მხრიდან.


თურქეთში სამხედროების ჯგუფმა სახელმწიფო გადატრიალებისა და ხელისუფლების ხელში აღების შესახებ განაცხადა.  მათი თქმით, ამიერიდან თურქეთს "სამშვიდობო საბჭო" მართავს.


სამხედრობს დაკავებული აქვთ მთავრობისა და სახელმწიფო ტელევიზიის შენობა. დახურულია აეროპორტები. თურქეთში სამხედრო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოცხადდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner