„ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს დიდი მეგობარია. ის დაინტერესებულია და მაქსიმალურად ცდილობს მონაწილეობა მიიღოს ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერ პროცესებში“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ბრიუსელში ვიზიტის დროს განაცხადა.
„დღეს ვისაუბრეთ ევროპულ გზაზე და იმაზე, თუ რა მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი. 2024 წლის განაცხადი ყველასთვის მნიშვნელოვანი თარიღია, როდესაც საქართველოსთან მიმართებაში საუბრობენ. გავიარეთ ყველა საკითხი, რაც საქართველოს წინაშე დგას. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს ხვალინდელ გზაზე, შარლ მიშელის დოკუმენტის აღსრულებაზე, ჟან მონეს დიალოგის სისრულეში მოყვანა, ვალდებულებების შესრულება და თანამედროვე, ევროპული კულტურის ჩამოყალიბებაზე. ევროპელი პარტნიორები დგანან ჩვენ გვერდით კონკრეტული ქმედებებით. მოდის სამიტი და კონკრეტულ ნაბიჯებზე საუბარი ევროკავშირის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კუჭავამ.
კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით, ბრიუსელს ეწვია. პარლამენტის დელეგაციაში ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე – მაკა ბოჭორიშვილი შედიან.