logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მხარს ყოველთვის უჭერდა
- +

17 მაისი. 2021. 19:27

 

 

„უკრაინა ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ისევე როგორც საქართველო უჭერდა მხარს უკრაინას. ჩვენ ძალიან ბევრი რამ გვაერთიანებს, ვართ ახლო მეგობრები“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

„ჩვენ, გვქონდა გარკვეული პაუზა ურთიერთობებში, მაგრამ ეს იყო ხელოვნურად შექმნილი და დარწმუნებული ვარ, ეს წარსულს ჩაბარდება. აპრილის თვეში, საუბარი გვქონდა საქართველოს პრეზიდენტთან, იმედი მქონდა, რომ ჩამოვიდოდა ვიზიტით, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ეს ვიზიტი ვერ შედგა, იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში ქალბატონი პრეზიდენტი უკრაინაში გვესტუმრება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

 

ცნობისთვის, უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი იმყოფება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner