logo_geo
eng_logo
თურქეთში ასობით ადამიანი სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ ქუჩაში გავიდა
- +

16 ივლისი. 2016. 02:23


თურქეთში ასობით ადამიანი სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ ქუჩაში გავიდა. სოციალურ ქსელებში კი საპროტესტო აქციის ამსახველი ფოტოები ვრცელდება.


მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლისკენ ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მოუწოდა. როგორც თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, თურქეთში მიმდინარე მოვლენების უკან "პარალელური სტრუქტურები" დგანან. ერდოღანის თქმით, თურქეთის ხელისუფლება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას შესაბამის პასუხს გასცემს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner