„თუ პოლიტიკური პარტიები ძირითად საკითხებზე თანხმდებიან, მაშინ ამას ყველაფერზე პოზიტიური გავლენა ექნება“, - ამის შესახებ ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტმა კლარა დობრევმა „ქრონიკას“ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
„კომპრომისებზე წასვლა პოლიტიკაში სულაც არ ნიშნავს ჩვენს სისუსტეს, არამედ პირიქით, ეს ნიშნავს სიძლიერეს. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ქართველი პოლიტიკოსები ამის მაგალითს აჩვენებენ და იგივეს ვიტყოდი ევროკავშირის წევრ ზოგიერთ ქვეყანაზეც.
ძალიან მნიშვნელოვანია ის დიალოგი, რომელიც დაიწყო და ასე უნდა გაგრძელდეს. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ადრე თუ გვიან და თუ შესაძლებელია, უფრო მალე საქართველო ევროკავშირის წევრად ვიხილოთ“, - აღნიშნა დობრევმა.
კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით, ბრიუსელს ეწვია.