„სამწუხარო ამბავი მაქვს... ყოფილი პოლიტპატმარი, არჩილ ქადაგიშვილი გარდაიცვალა!“, - ამის შესახებ ყოფილი პოლიტპატიმარი, ჟურნალისტი და უფლებადამცველი ზაზა დავითაია „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
„რამდენიმე თვის წინ მისი მამა, ასევე პოლიტპატიმარი, ამირან ქადაგიშვილი გავაცილეთ, ახლა არჩილიც წავიდა... 42 წლის, ასეთი ახალგაზრდა...
სააკაშვილის ბინძურმა რეჟიმმა მთელი ოჯახი დაიჭირა, დიასახლისის, ქალბატონი ნანას ჩათვლით! ახლა ქალბატონ ნანას ძალიან უჭირს - ჯერ მეუღლე, ახლა - შვილი...
პანაშვიდები: 17,18,19 მაისს, დიღმის მასივი, 5 კვ, 20 კორპ, 1 სად. 2 სართ.
გასვენება: 20 მაისს, 14 საათზე. წმიდა ილია მართლის ეკლესიიდან (აღმაშენებლის ხეივანი, აგრარული უნივერსიტეტის წინ)
ნათელში იყავი, არჩილ, ძმაო!“, - წერს დავითაია.
შეგახსენებთ, 2020 წლის 14 მაისს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქმეზე – „ქადაგიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა) და 34-ე (ინდივიდუალური საჩივრის შეტანის უფლება) მუხლების დარღვევა დაადგინა.
საქმე ეხება მომჩივნების – ამირან და ნანა ქადაგიშვილებისა და მათი ერთ-ერთი შვილის – არჩილ ქადაგიშვილის მიერ წარდგენილ საჩივარს, 2004-2007 წლებში პირველი და მესამე მომჩივნის პატიმრობის არასათანადო პირობებთან და მკურნალობასთან დაკავშირებით.