„"ნაციონალური მოძრაობის" ყველა ქმედება გათვლილია მხოლოდ პიარზე, ან შინ ან ქვეყნის გარეთ. ამის იქით, მათ არაფერი იციან...“, - ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„შევლენ თუ არ შევლენ პარლამენტში, ესეც პიარზეა გათვლილი. მთავარია ისაუბრონ მათ, გაშუქდეს, და ისაუბრონ მათზე...
ხოდა, ეხლა უნდა ველოდოთ მათ გადაწყვეტილებას, რაც მაქსიმალურად გაიწელება, იმისათვის, რომ უბრალოდ ილაპარაკონ. ხალხმა, ეხლა მელიას ციხიდან გამოშვების შემდეგ, უნდა იფიქროს მხოლოდ ერთ რამეზე, "ნაცები" შედიან თუ არა პარლამენტში...
რა თქმა უნდა შევლენ პარლამენტში შოუს რაღაცა წერტილის მიღწევის შემდეგ, მაგრამ შოუს გააგრძელებენ უკვე დარბაზში, პარლამენტის კულუარებში, საპირფარეშოებში, ეზოში, პარლამენტის კედლებთან...
ამ დროს, მათ დღემდე ვერ გაიგეს, და ვერ გაიგეს მათზე აკიდებულმა "ლელომ", "გირჩმა", ეულად დარჩენილმა შალიკო-ლეიბორისტმა, რომ შოუს ხალხი აღარ ჭამს, მათ მართლა ჭამა უნდათ და ამომრჩეველი გაცილებით პრაგმატულია, ვიდრე, თუნდაც ხუთი წლის წინ...
უდედესი საფრთხე "ქართულ ოცნებას" შეიძლება დაემუქროს მხოლოდ პრაგმატული პოლიტიკური პარტიების შემოსვლით სცენაზე, მაგრამ ესენი ისევ ძველ შოუს აგრძელებენ...
რეფერენდუმი ხომ არ ჩავატაროთ, "ნაცების" შესვლა-არშესვლაზე პარლამენტში? ნუ, პლებისციტი მაინც...“, - წერს მჭედლიშვილი.