ეკსპერტი გიორგი ცუცქირიძე დმანისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:
„პირადაპირ მსურს განვაცხადო, ტერმინოლოგიური ტერორი არანაკლებ სახიფათოა, ვიდრე ფიზიკურ განზომილებაში გადატანილი!
აბსოლუტურად აცდენილია ყველა პოლიტიკურ და სოციალურ ასპექტს, ტერმინოლოგია რომლითაც ქართული ე.წ. კრიტიკული მედია ახმოვანებს ამ დაპირისპირების დედააზრს, რომ თურმე "სვანები", ჩამოსახლებული ეკო მიგრანტები ყოფილან, ადგილობრივ ეთნიკურად აზერბაიჯანელებს ანუ საქართველოს მოქალაქეებს, რომ დაუპირისპირდნენ!
ამ მართლა მავნებლებს მსურს განვუმარტო, ეს არის წმინდა ანტი სახელმწიფოებრივი განცხადება, რადგან ეკო მიგრაციის განვრცობა ქართულ ისტორიულ ეთნოსზე, ხომ ისედაც ანტისახელწიფოებრივია, და იმ აზერების ეთნიკურ წარმომავლობაზე აქცენტირებაც, რომლებიც ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან კიდევ უარესი დატვირთვის მატარებელია!
ისე, ამ მართლა იდიოტ უწიგნურებს შევახსენებ, რომ დამნაშავეს ეროვნული ან ეთნიკური ნიშანი არ იცავს, ხოლო სვანების, ეკო მიგრანტებად მოხსენიება, ისტორიული ალოგიზმის სამარცხვინო მაგალითია ! სვანები საკუთარ მიწა-წყალზე ცხოვრობენ - დმანისშიც, მარნეულშიც, სვანეთშიც და საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე!“, - წერს ექსპერტი.