logo_geo
eng_logo
ირაკლი ალასანია: შესაძლოა, გამოძიებამ პეტრიაშვილზე თავდამსხმელებს მალე მიაგნოს და დამკვეთებზეც გავიდეს
- +

5 მარტი. 2016. 00:41




„ალექსი პეტრიაშვილის წინააღმდეგ გაუგონარი ცინიზმით ჩადენილი დანაშაული მთელი საზოგადოებისთვის სულისშემძვრელი აღმოჩნდა."- განაცხადა  „თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის შესახებ საუბრისას გადაცემაში 2030.


ალასანიას თქმით, პრემიერთან შეხვედრის შემდეგ მას იმედი გაუჩნდა, რომ თავდასხმას მალე გამოიძებენ.



„პრემიერ- მინისტრთან საუბრის შემდეგ იმედი გამიჩნდა, რომ ამ საქმის გამოძიება ბოლომდე მივა. შეხვედრისას ჩვენს დეპუტატებს შსს-მ საიმედო ინფორმაცია მიაწოდა. სამართალდამცველ სტრუქტურებში ვხედავ იმის შესაძლებლობას, რომ საქმე ძალიან სწრაფად იქნას გახსნილი. შესაძლოა, გამოძიებამ შემსრულებლებს ძალიან მალე მიაგნოს და შემდეგ დამკვეთებზეც გავიდეს." - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner