რამდენიმე წუთის წინ Telegraf-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი მარმარისში იმყოფება. თუმცა, ინფორმაცია ამის შესახებ ოფიციალურად დადასტურებული არ არის.
ერდოღანი რამდენიმე წუთის წინ თურქულ CNN-ს ჩაერთო პირდაპირ ეთერში და მოქალაქეებს მოუწოდა, ქუჩაში გამოვიდნენ.
მანვე დაადასტურა, რომ ის რჩება პრეზიდენტად და იმყოფება უსაფრთხო ადგილას.
მისივე ბრძანებით, ჯარი სრულ მობილიზაციაზე გადავიდა.