ანკარაში საპრეზიდენტო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე სროლის ხმა ისმის. ცეცხლი ვერტმფრენებიდან გახსნეს.
ამასთან, დაუდასტურებელი ინფორმაციით, თურქეთის დედაქალაქში ძლიერი აფეთქება მოხდა.
თურქეთში სამხედროების ჯგუფმა სახელმწიფო გადატრიალებისა და ხელისუფლების ხელში აღების შესახებ განაცხადა. მათი თქმით, ამიერიდან თურქეთს "სამშვიდობო საბჭო" მართავს.
სამხედრობს დაკავებული აქვთ მთავრობისა და სახელმწიფო ტელევიზიის შენობა. დახურულია აეროპორტები. თურქეთში სამხედრო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოცხადდა.