logo_geo
eng_logo
ანკარაში საპრეზიდენტო კომპლექსს ვერტმფრენებიდან ცეცხლი გაუხსნეს
- +

16 ივლისი. 2016. 02:38


ანკარაში საპრეზიდენტო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე სროლის ხმა ისმის. ცეცხლი ვერტმფრენებიდან გახსნეს.


ამასთან, დაუდასტურებელი ინფორმაციით, თურქეთის დედაქალაქში ძლიერი აფეთქება მოხდა.


თურქეთში სამხედროების ჯგუფმა სახელმწიფო გადატრიალებისა და ხელისუფლების ხელში აღების შესახებ განაცხადა.  მათი თქმით, ამიერიდან თურქეთს "სამშვიდობო საბჭო" მართავს.


სამხედრობს დაკავებული აქვთ მთავრობისა და სახელმწიფო ტელევიზიის შენობა. დახურულია აეროპორტები. თურქეთში სამხედრო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოცხადდა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner