logo_geo
eng_logo
კულტურის კომიტეტი აჭარის რეგიონში გასვლით სხდომებს მართავს
- +

18 მაისი. 2021. 11:43

 

მიმდინარე წლის 17-20 მაისს, საქართველოს პარლამენტის ახალშექმნილი კულტურის კომიტეტი აჭარის რეგიონში - ბათუმსა და ქედაში გასვლით სხდომებს მართავს.

 

დღეს კომიტეტის წევრები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე კულტურის სფეროში მიმდინარე მოვლენების შესახებ იმსჯელეს.

 

„დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ მინისტრთან კულტურისა და განათლების შესაბამის რეფორმაზე, რომლის განხორციელების აუცილებლობაც იქნა მხარეთა შორის დიალოგის დროს ხაზგასმული; ვისაუბრეთ ასევე აჭარის ავტიონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე კულტურული ძეგლების დაცვაზე; საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებიც მეტ მიმღებლობას გაუჩენს ახალგაზრდებს კულტურასთან მიმართებაში. შეხვედრაზე დაისახა შემდგომი ნაბიჯები მჭიდრო თანამშრომლობისთვის“, -განაცხადა კულტურის კომიტეტის წევრმა, დავით მათიკაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner