logo_geo
eng_logo
პაატა იმნაძე: ქეიფს რატომ უნდა შესწირო შენი ახლობლის სიცოცხლე?! ვინ არიან?! სად გაჩნდნენ?!
- +

18 მაისი. 2021. 12:52

 

„ბოლო კვირაში კორონას გამო 3 ძალიან ახლობელი ადამიანი დავკარგე…“ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

 

პაატა იმნაძე საზოგადოების იმ ნაწილს აკრიტიკებს, ვინც შეზღუდვების მიუხედავად ხალხმრავალ ქეიფზე უარს არ ამბობს.

 

„ნუთუ ისე გაიარა ამ კორონამ, რომ ან ახლობელი არ ჰყავთ, ან მეგობარი, რომ კორონას გამო არ დაკარგა? აი, ეს კითხვა მაქვს, რა ვთქვა, აღარ ვიცი… ქეიფს რატომ უნდა შესწირო შენი ახლობლის სიცოცხლე?! ეს ადამიანები ვინ არიან?! სად გაჩნდნენ?!

 

პიკი გადავიარეთ, ბევრი ღლიცინებს ამ პიკზე, მაგრამ ვისაც გაუვლია ეპიდემიოლოგიის პატარა კურსი, იცის, რომ ჩვეულებრივი ეპიდემიოლოგიური ტერმინია“, – განაცხადა იმნაძემ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner