logo_geo
eng_logo
სამეგრელოს გუბერნატორი „სინოფარმით“ აიცრა
- +

18 მაისი. 2021. 13:34

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით („სინოფარმი“) დღეს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში აიცრა.

 

„იმისთვის, რომ ცხოვრების ჩვეულ სტილს დავუბრუნდეთ, ერთადერთი გზა არის ვაქცინაცია. მხოლოდ ეს დაამარცხებს ვირუსს, რომლის წინააღმდეგაც მთელი მსოფლიო იბრძვის და მოგვცემს საშუალებას კორონავირუსი არ კლავდეს ჩვენს მოქალაქეებს, სწრაფად აღვადგინოთ ეკონომიკა, მოვხსნათ შეზღუდვები და დავიბრუნოთ ნორმალური ცხოვრება. ამიტომაც მოვუწოდებ ყველას - ავიცრათ, ამით გავუფრთხილდეთ ჩვენს სიცოცხლეს და გარშემომყოფებს“, - განაცხადა მალხაზ თორიამ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner