„ორი ვარიანტია – ან გარეთ დარჩენილმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა გააგრძელონ პოლარიზაცია, ან „ნაციონალური მოძრაობა“ შევიდეს პარლამენტში და იქიდან დაიწყოს დაუმორჩილებლობა, თუმცა, აქვე შეიძლება ითქვას, რომ ეს რუსული თამაში იქნება!“ - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ გაზეთ „ასავალ-დასავალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„სააკაშვილს, რომელსაც უკრაინაში ცუდად აქვს საქმე, რევოლუცია სურს, მაგრამ გამორიცხულია, შედეგს მიაღწიოს. ის ადამიანები, ვისთვისაც პრინციპულად მიუღებელია მისი ხელისუფლებაში მოსვლა, თვითონ ჩაებმებიან ბრძოლაში და შეიძლება, საქმე სამოქალაქო დაპირისპირებამდეც მივიდეს“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.