უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ოკუპირებულ ყირიმზე კონტროლი დაიბრუნოს.
„77 წლის წინ, ყირიმიდან ყირიმელი თათრების დეპორტაცია მოხდა. შედეგად, მათ მოსახლეობის 50% დაკარგეს. შვიდი წლის წინ, რუსეთმა ყირიმის ოკუპაცია განახორციელა. უკრაინა ყველაფერს აკეთებს, რათა ყირიმში დაჩაგრულთა უფლებები დაიცვას და ნახევარკუნძული დაიბრუნოს. ამიტომაც შევქმენით ყირიმის პლატფორმა“, - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა Twitter-ზე.