საჩხერის მუნიციპალიტეტში ორი სოფლის საირხისა და ქორეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. რკინაბეტონის საფარი სოფელ ქორეთში გაბაძეების უბნიდან, სოფელ საირხის ბოლომდე მოეწყობა.
პროექტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი და ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს.