logo_geo
eng_logo
ედიშერ გვენეტაძე: ვინ დაგვწყევლა, ყველა იდიოტმა თბილისში რომ მოიყარეთ თავი…
- +

18 მაისი. 2021. 15:03

 

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„ამ ერთ ციცქნა ქვეყანაში ამდენი მტრისათვის  სასარგებლო იდიოტის არსებობა  მართლაც უნიკალურია!

 

მერე და, იძახიან, უცხოეთში ვსწავლობდითო, მაგრამ დავიჯერო, სწავლობდნენ კი?!

 

არა, ვერ დავიჯერებ, გამორიცხულია, იბრალებენ ეს იდიოტები იქ მიღებულ სწავლა-განათლებას!

 

ამათგან ბევრი გუშინ იყო გამოსული და ყელყელაობდა სხვადასხვა არხებზე და რაც მთავარია, მტრისთვის სასარგებლო იდიოტობებს „ბაზრობდა“!

 

დიახ, დიახ, „ბაზრობდა“ და აღფრთოვანებას ვერ მალავდა იმ სიტუაციის გამო, რომელიც დმანისში სუფევდა!

 

ეტყობა, ამ მეასედუჯრედიანებს კარგი ჰგონიათ ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვა და რეპორტაჟებს ისე წარმართავდნენ, როგორც სულკურთხეულნი ეროსი და კოტე, როდესაც თბილისის „დინამო“ მეტოქის კარს მიუახლოვდებოდა!

 

ერთი მტრის უსარგებლესი იდიოტი იქამდე მივიდა, რომ აზარტში შესულმა ამაყად შესძახა - „იძახით ახლა, გარეჯი საქართველოსიაო“ და ეს მაშინ, როდესაც ქვეყნისთვის ეს უსარგებლო არსება ჩვენი საზოგადოების მიერ გადახდილი ფულით ფინანსდება!

 

არ ვიცი, ვერ გეტყვით, რა ხდება ჩვენს თავს!

 

ვინ დაგვწყევლა, ყველა იდიოტმა თბილისში რომ მოიყარეთ თავი, და ისიც იმ ადგილებში,  სადაც ყველაზე მეტად სჭირდება ქვეყანას და ხალხს ჭკვიანი, განათლებული და პატრიოტი ადამიანები!

 

ღმერთო, შენ დაიცავი საქართველო ამდენი ქვეყნისათვის უსარგებლო და მტრისათვის სასარგებლო იდიოტებისაგან!“ - წერს ედიშერ გვენეტაძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner