logo_geo
eng_logo
ზუგდიდის საკრებულომ გიორგი შენგელიას უფლებამოსილება შეუწყვიტა
- +

18 მაისი. 2021. 15:31

 

დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შენგელიასთვის ქალაქის მერის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. რადგან მერის პირველი მოადგილის თანამდებობაც ვაკანტურია, დღეიდან მერის მოვალეობას მოადგილე კონსტანტინე კაკავა შეასრულებს.

 

როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მათთვის გიორგი შენგელიას გადაწყვეტილება მოულოდნელი და არასასიამოვნო იყო.

 

მან ყოფილ მერს განხორციელებული პროექტებისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. ცნობისთვის, გიორგი შენგელიამ თანამდებობდა გუშინ დატოვა. მანამდე სამსახურიდან წავიდა მისი პირველი მოადგილე გიგა ფარულავა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner