logo_geo
eng_logo
ყვარლის ფულის მუზეუმში გამოფენა გაიხსნა
- +

18 მაისი. 2021. 15:36

 

მუზეუმის საერთაშორისო დღისა და დამოუკიდებლობის აღდგენის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმი მორიგ გამოფენას მასპინძლობს. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

 

გამოფენა, რომლის სახელწოდებაა - „სახელმწიფო ბანკი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში“, დღეს გაიხსნა და 31 მაისამდე გაგრძელდება.

 

გამოფენის ფარგლებში, მუზეუმში მისულ დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ, ადგილზე გაეცნონ 1919-1921 წლებში საქართველოს სახელმწიფო ბანკის დაარსებისა და ფუნქციონირების ისტორიას. ასევე, დაათვალიერონ შესაბამისი პერიოდის ფოტო, საარქივო და პრესის მასალები.

 

ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმი ყვარელში, რუსთაველის #10-ში მდებარეობს და ვიზიტორებს ყოველი კვირის ხუთშაბათიდან ორშაბათის ჩათვლით, 10:00 -17:00 საათამდე მასპინძლობს. მუზეუმი დამთვალიერებლებისთვის უფასოა. აღსანიშნავია, რომ პანდემიიდან გამომდინარე, მუზეუმში დაცულია უსაფრთხოების ყველა ნორმა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner