logo_geo
eng_logo
ალუდა ღუდუშაური: დმანისის მოვლენებზე ანგაჟირებული პოლიტიკოსების მხრიდან ნაადრევი შეფასებები გაკეთდა
- +

18 მაისი. 2021. 15:51

 

„ნაადრევად მიმაჩნია დმანისის მოვლენებზე ის შეფასებები, რომლებიც ცალკეული ანგაჟირებული პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთდა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

 

პარლამენტის წევრმა, ყველას მოუწოდა, რომ დმანისის მოვლენების ნაჩქარევი შეფასებებისაგან თავი შეიკავონ.

 

„ვისაც არ აქვს ასეთი საპოლიციო ოპერაციის ჩატარებისა და მასში მონაწილეობის გამოცდილება, ვთხოვდი და ვუსურვებდი, რომ ამ ეტაპზე მაინც, ნაადრევი დასკვნებისგან თავი შეიკავონ“, - აღნიშნა ღუდუშაურმა.

 

დმანისში კონფლიქტი ამოწურულია და მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.

 

ინციდენტი დმანისში, 16 მაისს ერთ-ერთ მაღაზიასთან მოხდა და ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. სცემეს მაღაზიის მეპატრონეს და განადგურებულია სავაჭრო ობიექტის ინფრასტრუქტურა. ერთ-ერთი მაღაზიის სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ჯოხებით შეიარაღებული ახალგაზრდები ერთმანეთს სცემენ. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

right_banner right_banner
არქივი
right_banner