„ერთი წიგნი არა აქვს წაკითხული!“ - ამის შესახებ გაზეთ „ასავალ-დასავალთა“ ინტერვიუში აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბრისას განაცხადა.
„სააკაშვილი ამერიკელი მასონებისა და ილუმინატების მიერ ნახმარი „ნასკია“, რომელსაც შავი დღისთვის ინახავენ და ბოლომდე არ წირავენ. ჩემზე უკეთ სააკაშვილს არავინ იცნობს. ერთი წიგნი არა აქვს წაკითხული! კი, დედამისს, გიულის, რეპეტიტორებთან დაჰყავდა და უცხო ენებს ასწავლიდა, მაგრამ იმის იქით არაფერი არ იცის, უწიგნურია! ბიძაჩემთან ცხოვრობდა და რომ მივიდოდი, სააკაშვილი სულ ხეზე იჯდა“, - განაცხადა ელიზბარ ჯაველიძემ.