logo_geo
eng_logo
დევიდ მაკალისტერი: ისეთ დიდებულ ქვეყანას, როგორიც საქართველოა, პარტიების ერთობლივი მუშაობა სჭირდება
- +

18 მაისი. 2021. 16:51

 

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა არჩეულ პარლამენტარს, აიღონ პასუხისმგებლობა და შევიდნენ პარლამენტში. ისინი უნდა შეურთდნენ პარლამენტს, ვინაიდან ისინი აირჩიეს მოქალაქეებმა“,- ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან შეხვედრის შემდგომ განაცხადა.

 

როგორც დევიდ მაკალისტერმა განაცხადა, კომპრომისი, რომელსაც პარტიებმა ევროკავშირის მედიაციით მიაღწიეს, მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არის დასასრული, ეს დასაწყისია რეფორმების განსახორციელებლად.

 

„ძალიან კარგი საუბარი მქონდა კახა კუჭავასთან და დელეგაციის წევრებთან. ახალ სპიკერს მივულოცე და წარმატებები ვუსურვე. საქართველოს სჭირდება სრულყოფილად ფუნქციონირებადი პარლამენტი და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა არჩეულ პარლამენტარს, აიღონ პასუხისმგებლობა და შევიდნენ პარლამენტში. ისინი უნდა შეურთდნენ პარლამენტს, ვინაიდან ისინი აირჩიეს მოქალაქეებმა. კომპრომისი, რომელსაც პარტიებმა ევროკავშირის მედიაციით მიაღწიეს, მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არის დასასრული. ეს დასაწყისია რეფორმების განსახორციელებლად. მნიშვნელოვანია საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმა. ისეთ დიდებულ ქვეყანას, როგორიც საქართველოა, პარტიების ერთობლივი მუშაობა სჭირდება. ჩვენ ვართ საქართველოს გვერდით ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე. ევროპარლამენტი ყოველთვის იყო პროევროპული საქართველოს მხარდამჭერი და ასეა დღესაც“, - განაცხადა დევიდ მაკალისტერმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner