„ნაცების“ პარლამენტში არყოფნა ვინმესთვის დანაკლისია? პარლამენტში არშესვლის პოზაც ხომ თავად აირჩიეს“, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარემ ნანა კაკაბაძემ „საერთო გაზეთთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ყველამ ვიცით, რომ „ნაცები“ პარლამენტში შესვლით ქვეყნისთვის სასიკეთოს არაფერს გააკეთებენ. ხელისუფლებაში ნებისმიერი სხვა ძალის ყოფნის შემთხვევაში, ისინი დესტრუქციულ ქმედებებს კვლავ გააგრძელებენ. მათი საქმე ეს არის, სხვა რა იციან? „ნაცების“ პარლამენტში არყოფნა ვინმესთვის დანაკლისია? პარლამენტში არშესვლის პოზაც ხომ თავად აირჩიეს, არავის დაუძალებია. როდემდე უნდა იყოს მათ გამო მთელი საქართველო შარში?“ - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.