logo_geo
eng_logo
ურმას პაეტი: გვინდა, საბოლოდ ვნახოთ ფუნქციონირებადი პარლამენტი და კონსტრუქციული მუშაობა
- +

18 მაისი. 2021. 17:59

 

„დოკუმენტის იმპლემენტაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ჩვენ გვინდა საბოლოდ ვნახოთ ფუნქციონირებადი პარლამენტი და კონსტრუქციული მუშაობა. კრიზისით ქვეყანა წინ ვერ წავა“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ურმას პაეტმა.

 

„რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობაა. საქართველოს პირდაპირი კონფლიქტი აქვს რუსეთთან. რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ორი განუყოფელი რეგიონი და აგრესიული ქმედებები გრძელდება. რეგიონში გაიზარდა რუსეთის მხრიდან ზეწოლა. დაძაბულობაა შავ ზღვაზე და ამ დროს რეფორმებია გასატარებელი. კრიზისის დრო ნამდვილად არ არის. რთული გამოწვევებია და უსაფრთხოების კუთხით სიტუაცია უახლოეს პერიოდში რადიკალურად ვერ შეიცვლება. ეს პოლიტიკურმა ელიტამ ძალიან კარგად უნდა გააანალიზოს და იმუშაოს მთავარზე. საპარლამენტო დემოკრატია უნდა შედგეს და დოკუმენტის იმპლემენტაცია განხორციელდეს“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

 

ცნობისათვის, კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით, ბრიუსელს ეწვია. პარლამენტის დელეგაციაში ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე – მაკა ბოჭორიშვილი შედიან.

right_banner right_banner
არქივი
right_banner