logo_geo
eng_logo
ალუდა ღუდუშაური: ოპოზიცია ცდილობს, წარმოაჩინოს, თითქოს მათ გარეშე საარჩევნო ოქმების გადათვლის პროცესს რაიმე ჩრდილი მიადგება
- +

18 მაისი. 2021. 19:16

 

„ოქმებს მაღალი შერჩევითობის პრინციპით გადავთვლით. ეს ბუნებრივია, რადგან ყველა ოქმის გადათვლა ვერ მოხდება“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

 

მან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის გეგმებზე ისაუბრა. ღუდუშაურმა აღნიშნა, რომ საარჩევნო ოქმების გადათვლის შემდეგ ნათელი გახდება არსებული სურათი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განცხადებით, სხდომები ღიაა და საზოგადოების ჩართულობა მაღალია, რადგან პირდაპირი ეთერით მოსახლეობას შეუძლია, კომისიის მუშაობის პროცესს თვალი ადევნოს.

 

მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს, აღნიშნული პროცესის მიმართ საზოგადოებაში უნდობლობა გააჩინოს და შექმნას განცდა, რომ მათ გარეშე ამ პროცეს ჩრდილი მიადგეს.

 

„ჩვენ ოქმებს მაღალი შერჩევითობის პრინციპით გადავთვლით. ეს ბუნებრივია, რადგან ყველა ოქმის გადათვლა ვერ მოხდება. ამის შემდეგ ჩვენ ყველა უწყებიდან გამოვითხოვთ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა რეაგირება ჰქონდა ამათ თუ იმ უწყებას საჩივრებსა და მომხდარ ინციდენტებზე. ნათლად დაინახავს ჩვენი ქვეყნის საზოგადოება, რა მოხდა რეალურად, როგორ ჩატარდა 2020 წლის არჩევნები“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner