„ევროპარლამენტარებთან დეტალურად ვისაუბრეთ შარლ მიშელის დოკუმენტის პირობების შესასრულებლად გადასადგმელ ნაბიჯებზე. ყველაზე მთავარია მარტო ამით არ შემოვიფარგლოთ და ქვეყნის სასიკეთოდ მეტს უნდა მივაღწიოთ“, - ამის შესახებ „ქრონიკას“ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ განუცხადა.
„ევროპარლამენტარების სურვილია აქტიურად იყვნენ ჩართულები საქართველოს მხარდასაჭერ პროცესებში. მათ იმედი აქვთ, რომ ეს იყო ბოლო კრიზისი, ბოლო ჩარევა და ქართველი პოლიტიკოსები შევძლებთ ჩვენით ვისაუბროთ და გადავჭრათ პრობლემები საპარლამენტო განზომილებაში.
ევროპარლამენტარები არ ემხრობიან ქუჩის აქციებს და მოუწოდებენ ყველას საპარლამენტო ფორმატის გამოყენებისკენ. ევროპარლამენტიდან მოლოდინი დიდია და მთავარია ჩვენ არ გავუცრუოთ იმედები“, - აღნიშნა კუჭავამ.