logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი სააკაშვილს: თითოეული ადამიანი გვახსოვს, რომელიც შენმა პოლიციამ მოკლა და არასოდეს დაგვავიწყდება, სანამ პირში სული გვიდგას
- +

18 მაისი. 2021. 19:29

 

 

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოს, რომელზეც პოლიციელებია აღბეჭდილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილი იყო იმ პოლიციური რეჟიმის შემოქმედი, რომელიც ადამიანებს ქუჩაში უმოწყალოდ კლავდა:

 

„პოლიციის ფოტო გამოაქვეყნა გაქცეულმა კრიმინალმა სააკაშვილმა, ჩემ დროს მოწესრიგებული იყო და ახლა ნახეთ რა დღეშიაო... ჯერ ერთი, ეს მეორე ფოტო მისივე დროინდელია, მაგრამ ახლა ამას არ აქვს მნიშვნელობა. ამ ჯამბაზს ქართველი ხალხი მოკლე მეხსიერების მქონე ჰგონია... მიშა, თითოეული ადამიანი გვახსოვს, რომელიც შენმა პოლიციამ მოკლა და არასოდეს დაგვავიწყდება, სანამ პირში სული გვიდგას. შენ იყავი შემოქმედი იმ პოლიციური რეჟიმის, რომელიც ადამიანებს ქუჩებში უმოწყალოდ ხოცავდა და არ გაგივა ეგ მასხარაობა სოციალურ ქსელებში“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი. 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner