logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე: საკუთარი პოლიციით ამაყობს ეს მკვლელი, იმ პოლიციით ამაყობს, რომელიც დღეში მინიმუმ ერთ ადამიანს კლავდა
- +

18 მაისი. 2021. 20:08

 

სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის ცენტრის ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოს, რომელზეც, როგორც სააკაშვილი წერს, მისი პრეზიდენტობის დროინდელი და ახლანდელი ქართველი პოლიციელებია აღბეჭდილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

 

ვლადიმერ ბოჟაძე ბუტა რობაქიძის მკვლელობის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სწორედ ეს არის მიხეილ სააკაშვილის შექმნილი პოლიციის რეალური სახე:

 

„საკუთარი პოლიციით ამაყობს ეს მკვლელი, იმ პოლიციით ამაყობს, რომელიც დღეში მინიმუმ ერთ ადამიანს კლავდა. იმ პოლიციური სისტემით ამაყობს, რომელსაც დანაშაულის მეტი არაფერი უკეთებია. მიშა, გახსოვდეს, რომ აი, ეს ვიდეო არის შენი შექმნილი პოლიციის რეალური სახე, რომელმაც ქუჩაში ბუტა რობაქიძე დახვრიტა!“, - წერს ვლადიმერ ბოჟაძე და ვიდეოს აქვეყნებს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner