logo_geo
eng_logo
უშიშროების საბჭოს სხდომას პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე დაესწრებიან
- +

16 ივლისი. 2016. 03:10


უშიშროების საბჭოს დღევანდელ საგანგებო სხდომას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი და საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დაესწრებიან.


არსებული ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი და საგარეო საქმეთა მინისტრი ბათუმში იმყოფებიან. დღევანდელი სხდომის წევრები პრეზიდენტის სასახლეში რამდენიმე წუთში დაიწყებენ მისვლას.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner