„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე, აჭარის ტელევიზიის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოკ-შოუში სტუმრობისას, ჟურნალისტის მიერ დასმულმა კითხვებმა გააღიზიანა, რასაც მოგვიანებით ორმხრივი კამათი მოჰყვა.
ხუზმიაშვილმა ბარამიძეს მიხეილ სააკაშვილის მოწოდება შეახსენა, რაზეც ბარამიძემ უპასუხა:
„ისევ უნდა გითხრათ, რომ ცუდად მომზადებულხართ და არ წაგიკითხავთ ჩემი პოსტი“, – თქვა ბარამიძემ.
ამ რეპლიკის პასუხად, ვახო ხუზმიაშვილმა ბარამიძეს, მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდი და საქმიანობა შეახსენა.
„ბატონო გიორგი, თქვენ, ალბათ, კლასი დაგივარდათ, რადგან ადრე, ასეთ რაღაცეებს არ აკეთებდით ეთერში და რატომ გაქვთ ასეთი თავდაცის სტილი არჩეული?! ბატონო გიორგი, მე შემიძლია, თქვენი ბიოგრაფია, თავიდან ბოლომდე მოგიყვეთ, მათ შორის, იქაც ვიყავი, გლდანის ეკლესიაში რომ იყავით შეჭრილები, თუ გახსოვთ. მაშინაც ვიყავი, როდესაც ტელეკომპანია იბერიაში შემოვარდით და რა განცხადებებსაც აკეთებდით, ძალიან ბევრი რამე ვიცი თქვენს შესახებ და მოდით, გამოცდას ნუ მომიწყობთ ეთერში“, – მიმართა ხუზმიაშვილმა ბარამიძეს. საპასუხოდ, გიორგი ბარამიძემ ყველა პროცესში მონაწილეობა უარყო.