logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ - კვლევა ჩავატარეთ, კალაძე პირველ ადგილზეა რეიტინგში
- +

18 მაისი. 2021. 23:14

 

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, პოლიტიკოსებს შორის კახა კალაძე რეიტინგით პირველ ადგილზეა.

 

მისი თქმით, თბილისის მოქმედ მერს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს "ქართული ოცნების" გუნდში.

 

"ჩვენ გვაქვს ბოლო დროს ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვები. რა თქმა უნდა, კვლევაში არ იყო დასახელებული ბიძინა ივანიშვილი, იქიდან გამომდინარე, რომ მან დატოვა პოლიტიკა. დანარჩენი ყველა, ვინც არის აქტუალური და დღეს ჩართული პოლიტიკაში, ყველას სახელი და გვარი ვიკითხეთ. შემიძლია ერთი საიდუმლო გაგანდოთ, რომ კახი კალაძე არის პირველ ადგილზე რეიტინგით დღეს. ეს არის არსებული მოცემულობა, ის არის გამორჩეულად მაღალრეიტინგული ფიგურა ქართულ პოლიტიკაში და, შესაბამისად, მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს "ქართული ოცნების" გუნდში,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner