„ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა უდიდესი საქმე, როცა ეგ ჭირი მოგვაშორა, მაგრამ გული მიგრძნობს, ის ბნელი ძალები, რომლებიც სააკაშვილს მფარველობენ, ცდილობენ, უკან შემოატრიალონ!“ - ამის შესახებ აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ გაზეთ „ასავალ-დასავალს“ განუცხადა.
„ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა უდიდესი საქმე, როცა ეგ ჭირი მოგვაშორა, მაგრამ გული მიგრძნობს, ის ბნელი ძალები, რომლებიც სააკაშვილს მფარველობენ, ცდილობენ, უკან შემოატრიალონ! სწორედ ამას ემსახურება ის საჩივრები, რომლითაც სააკაშვილმა და უგულავამ ევროსასამართლოს მიმართეს. უზნეო და ყველაფრის მკადრებელი ხალხის მხრიდან ეს არის ქართველი ხალხისთვის სულში ჩაფურთხება“, - განაცხადა ელიზბარ ჯაველიძემ.