logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: „რესპებს“ „ნაცებთან“ კავშირი არ გაუწყვეტიათ...
- +

5 მარტი. 2016. 01:07


 


„პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი „რესპუბლიკური" პარტიას „ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშროლობაში ამხელს და სოციალურ ქსელში წერს, რომ „რესპუბლიკელებს" „ნაციონალებთან" კავშირი არასდროს გაუწყვეტიათ:


„დავით ბერძენიშვილის ფიქრები: რესპუბლიკური ოცნება ვიქნები.

ვფიქრობ, დარწმუნდით, რომ რესპებს ნაცებთან კავშირი არ გაუწყვეტიათ. 2012 წლამდეც თანამშრომლობდნენ ნაცებთან და 2012 წლის შემდეგაც: ხან უსუფაშვილი გვიხსნიდა,რომ ნაცების გადარჩენა, თურმე, ქართული დემოკრატიის ამოცანაა. ხან ხიდაშელი გვეუბნებოდა, რომ კოჰაბიტაცია ქართველი ხალხის დაკვეთა იყოო. ხან კიდევ ბერძენიშვილი გულშემატკივრობდა ნაცებს, როგორც პოსტსახელისუფლებო პარტიას. საინტერესოა, რომ დღეს ნაცების მხარდამჭერები გვარწმუნებენ, რომ თუ რესპები " ქართული ოცნებიდან" გავლენ, ქვეყანა დაინგრევა. ანუ ნაცებს, წესით, უნდა უხაროდეთ "ოცნების" დაშლა, მაგრამ არა. კი არ უხარიათ, გვეუბნებიან,- კოალიცია არ დაშალოთ, რესპები არსად არ გაიყვანოთო. რა ხდება? რა ხდება და ჯერ ერთი: ნაცებს აწყობთ რესპების ოცნებაში დარჩენა, რადგან რესპები მათი ფარული მოკავშირეები და პარტნიორები არიან. მეორეც,- რესპებს სჭირდებათ "ოცნება" ბარიერის გადასალახად. " ოცნებას" რესპები არ სჭირდება. ქვეყნის შიგნით რესპებმა ყველანაირად გაუტეხეს სახელი, მაგრამ აშანტაჟებენ რესპები,- ნაცებთან ალიანსს შევკრავთ და თქვენ რუსების აგენტებად გამოგაცხადებთო. ამიტომ "ოცნება" პროცესს წელავს და გამოსავალს ეძებს.

გამოსავალი ასეთი მოიძებნა. ხელშეკრულებას დადებენ,- სტრატეგიულ პარტნიორობაზე.

რესპებს ასეთი მოთხოვნები აქვთ:

1. გამოძიება უშედეგოდ უნდა დასრულდეს.

2. თინიკომ მინისტრობა უნდა შეინარჩუნოს.

3. რესპუბლიკელებმა სხვა მინისტრებიც უნდა შეინარჩუნონ. აბა, ამ "პატიოსან ხალხს" ფული და ადმინისტრაციული ბერკეტები ხომ სჭირდება არჩევნებში?!

4. ეს უკვე მოხდა. დავით ბერძენიშვილმა უკვე გვამცნო, რომ ქვეყანაში, თურმე, ორპარტიული მმართველობაა. პირველი- "ოცნებაა", მეორენი კი- რესპუბლიკელები ყოფილან, თურმე.

 

პარლამენტშიც მოზრდილი ფრაქციით ყოფილან წარმოდგენილნი და მინისტრებსაც და მათ მოადგილეებსაც რა დათვლის, თურმე. ჰოდა, ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ: ციხეშიც მოზრდილი ფრაქციით შებრძანდებით."


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner