ისრაელის თავდაცვითი ძალების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალმა ჰიდაი ზილბერმანმა განაცხადა, რომ ისრაელის არმია „ჰამასის“ ობიექტებზე ინტენსიური იერიშისთვის ემზადება.
„ისრაელის არმიას ინტენსიური ღამე ელოდება და ღაზის სექტორში კიდევ ორ მონაკვეთზე დარტყმებს განვახორციელებთ “, - აღნიშნა ისრაელის თავდაცვითი ძალების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.