logo_geo
eng_logo
ვილი სანიოლმა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
- +

19 მაისი. 2021. 00:39

 

ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით, ეროვნული ნაკრები მომდევნო ორშაბათიდან თბილისში შეიკრიბება და ივნისში გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის, 31 მაისის ჩათვლით დედაქალაქში საწვრთნელ შეკრებას გაივლის.

 

რუმინეთთან და ნიდერლანდებთან შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად, ვილი სანიოლმა 26 ფეხბურთელი გამოიძახა.

 

მათ შორის ერთი დებიუტანტია, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 22 წლის ფეხბურთელი სერგო კუხიანიძე, რომელმაც მიმდინარე სეზონში წყალტუბოს სამგურალის მაისურით ხუთი გოლი გაიტანა.

 

მომდევნო ორ შეხვედრაში ტრავმის გამო, ნაკრებს კაპიტანი ჯაბა კანკავა ვერ დაეხმარება.

 

2 ივნისს რუმინეთისა და საქართველოს მატჩს ქალაქი პლოიეშტი უმასპინძლებს. 6 ივნისს ქართველი ფეხბურთელები ქალაქ ენსხედეში ნიდერლანდებს დაუპირისპირდებიან.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner