„დღეს მერიას აქვს სამოქმედო გეგმა და ქალაქს გააჩნია იდეოლოგია“, - ამის შესახებ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ავტორმა და ურბანისტმა, მამუკა სალუქვაძემ გადაცემა „იმედის ფაქტორში“ ისაუბრა.
„2009 წელს დამტკიცდა გენერალური გეგმა და 2014 წელს, როგორც გენერალური გეგმის გადამტკიცება მოხდა. 2009 წელს ეს იყო ოპერატიული მიწათსარგებლობის გეგმა.
ეს გეგმა იყო ფუნქციური ზონირების რუკა და კლასიკური გაგებით, ის არ იყო გენგეგმა, როგორიც ჩვენ დღეს გაგვაჩნია. იმ დროინდელ საკრებულოში, იმ გენგეგმით განსაზღვრული 48 რეკრეაციული ტერიტორიების ფუნქცია შეიცვალა, გენეგემის დამტკიცებიდან 1 თვეში.
ამან თავისი როლი გარკვეულწილად ითამაშა, მაგრამ დღეს, როდესაც ვლაპარაკობთ ახალ გენგეგმაზე, მერიას გააჩნია იარაღი, ქალაქის კონსტიტუცია, რომლითაც ის მოქმედებს. რაც მთავარია, ქალაქს გააჩნია იდეოლოგია. წინა გენგემაში ეს იდეოლოგია არ იყო.
იდეოლოგია მდგომარეობს იმაში, რომ ქალაქი უნდა იყოს კომპაქტური, აგლომერაციული დაყოფა უნდა იყოს დაცული, ქალაქი უნდა განვითარდეს განაშენიანების საზღვრებში. ვეცადეთ ქალაქის ცენტრი მაქსიმალურად გაგვეთავისუფლებინა და ქალაქის განვითარება მივმართეთ გარეუბნებისკენ. ქალაქის ცენტრი ვეღარ იტანს განვითარებას, უბრალოდ ადგილი აღარ დარჩა. მწვანე ქალაქი, ასეთი იდეოლოგია შემოვიტანეთ, რომელიც მხოლოდ სიტყვები არ არის. ამაში ჩადებულია გარკვეული ღონისძიებები. ქალაქმა იცის უკვე, რა მიმართულებით მიდის და ყველა ღონისძიება შეესაბამება მთავარ კოცეპტუალურ მიმართულებებს“, - განაცხადა მამუკა სალუქვაძემ