logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: ტარიელ ნაკაიძემ და ქემალ ცეცხლაძემ "ქართველ მუსლიმთა კავშირი" მხოლოდ იმისთვის შექმნეს, რომ მუდმივი პროვოკაციების რეჟიმში ჰყოლოდათ საქართველოს სამუფტო სამმართველოს საქმიანობა
- +

19 მაისი. 2021. 02:49

 

 

 „ტარიელ ნაკაიძემ და აჭარის ყოფილმა მუფტიმ ქემალ ცეცხლაძემ, თურქეთის რელიგიური წრეების დახმარებით, შექმნეს ალტერნატიული სამუფტო - "ქართველ მუსლიმთა კავშირი". მხოლოდ იმისთვის შექმნეს, რომ მუდმივი პროვოკაციების რეჟიმში ჰყოლოდათ საქართველოს სამუფტო სამმართველოს საქმიანობა“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

 

 

„მაშ ასე, ბოკერია/ჩერგოლეიშვილის საოჯახო პოლიტიკურმა დუეტმა განაცხადა - "ევროპული საქართველო" პარლამენტში არ შევაო. "ბაზარი არაა" - განაცხადეს "ეცროსაქმა" დეპუტატებმა არმაზ ახვლედიანმა და შალვა შავგულიძემ და პარლამენტის სავარძლებში "ლელოს" შემადგენლობიდან მოკალათდნენ.

 

"ფაზარ იოხტურ" - მიჰყვა მათ საქართველოში პანთურქიზმის იდეების ერთ-ერთი მთავარი აპოლოგეტი, "ევროსაქი" ტარიელ ნაკაიძე და ასევე განცხადებით გაგვახარა: “მე შევეცდები, რომ მაქსიმალურად წარმოვადგინო ის თემები, რომლებიც, სამწუხაროდ, აქამდე ნაკლებად განიხილებოდა საქართველოს საპარლამენტო საქმიანობაში და ხვალიდან შევუდგები საპარლამენტო საქმიანობას”.

როგორც მოგახსენეთ, თემები, რომლებიც აქამდე "ნაკლებად განიხილებოდა საქართველოს საპარლამენტო საქმიანობაში" - პანთურქიზმია და დიადი თურანული სახელმწიფოს ზეგავლენა გურჯისთანზე. აქამდე ერთი-ორი "ტარიელნაკაიძე" ხომ უნდა გვყოლოდა პარლამენტში? ა - ა, ბატონო!

 

ღორჯომის თემის იმამის მოადგილის შვილმა, "ევროსაქმა" ტარიელ ნაკაიძემ ანკარაში კარგი განათლება მიიღო - გარდა სასულიერო სწავლებისა, რუსული, თურქული და არაბული ენების სპეციალისტია. არის რამოდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, თუმცა არც ერთი არ ეძღვნება საქართველოს ან ევროპას - უფრო თანამედროვე არაბეთის კულტურასა და ოსმალეთის ისტორიას.

მისი ბათუმელი ნაცნობების გადმოცემით, აჭარაში მის უახლოეს საახლობლო წრეს, რბილად რომ ვთქვათ, საეჭვო რეპუტაციისა და წარსულის მქონე სულეიმან ტომერი, მევლუდ ართვინლი და აწ გარდაცვლილი, „დიდი თურანის“ ერთ-ერთი იდეოლოგის, რეფაედდინ შაჰინის სხვა სულიერი შვილები წარმოადგენდნენ.

არც აჭარის კოოპერაციული ინსტიტუტის თურქული ენისა და ლიტერატურის კათედრაზე ლექტორად მუშაობის პერიოდში იყო დაინტერესებული ნაკაიძე “ქართული აჭარის“ ისტორიით, მან დაიცვა დისერტაცია თემაზე "არაბიზმი აჭარულ დიალექტში". საერთო ეროვნული და მულტიკონფესიური ინტერესების გათვალისწინებით,  სრულიად საქართველოს სამუფტო სამმართველოს დაფუძნების შემდეგ, ტარიელ ნაკაიძემ და აჭარის ყოფილმა მუფტიმ ქემალ ცეცხლაძემ, თურქეთის რელიგიური წრეების დახმარებით, შექმნეს ალტერნატიული სამუფტო - "ქართველ მუსლიმთა კავშირი". მხოლოდ იმისთვის შექმნეს, რომ მუდმივი პროვოკაციების რეჟიმში ჰყოლოდათ საქართველოს სამუფტო სამმართველოს საქმიანობა. ხოლო რა მიზნით შესულს ვიხილავთ პარლამენტში - უახლოეს მომავალში ვნახავთ“, - წერს ანალიტიკოსი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner