logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: ერთ მიზეზს ვერ დამისახელებს ვინმე, რატომ უნდა მსურდეს ქვეყნის წარსულში დაბრუნება
- +

19 მაისი. 2021. 02:17

 

 

 

„ერთ მიზეზს ვერ დამისახელებს ვინმე, რატომ უნდა მსურდეს ქვეყნის წარსულში დაბრუნება.

მხოლოდ პირადი მყოფნის საამისოდ. თუმცა პირადს ნაკლებად ვაქცევდი ყურადღებას, რადგან გაცილებით უარესი აქვთ გაკეთებული ქვეყნისთვის და სხვებისთვის“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„ოჯახშიც კი არ მომიყოლია როგორ მოგვექცნენ გენერლებს, ოფიცრებს, პირადად მე, ჩემს პირველ მოადგილეს, სხვებს, უკვე ჯარიდან წამოსვლიდან 1-2 წლის შემდეგ, როცა მათი არაკვალიფიციურობის და გადაცდომების სხვისთვის შეტენვას ცდილობდნენ.

ზოგიერთი დღეს გვეექსპერტება. თავს ვერ უნდა ყოფდნენ ქუჩაში.

არ მომიყოლია, რათა არ ენერვიულათ.

ალბათ მოვიცლი ამ თემისთვის. თუმცა, იციან რამდენიმე ჩემმა მეგობარმა. ეს ცრუპენტელების გასაგონად.

პოზიციები არ შემცვლია ამ წლებში და არც შემეცვლება.

ერთ მიზეზს ვერ დამისახელებს ვინმე, რატომ უნდა მსურდეს ქვეყნის წარსულში დაბრუნება.

მხოლოდ პირადი მყოფნის საამისოდ. თუმცა პირადს ნაკლებად ვაქცევდი ყურადღებას, რადგან გაცილებით უარესი აქვთ გაკეთებული ქვეყნისთვის და სხვებისთვის.

ვინც ამას ვერ ხედავს და მათ სამსახურშია, მათზე უარესია.

იმის ნაცვლად, რომ ყოველი ხელისუფლების უკეთესით ჩანაცვლებაზე იყოს მსჯელობა, ისევ რევანშის მცდელობებია.

მოუგდეს ხალხს წინასაარჩევნოდ ბოდიშები, ძაღლს რომ ძვალს მიუგდებ, და ისევ ძველებურად გააგრძელეს.

რის განახლება, რა განახლება?!

ამდენს რომ ბედავენ, ასჯერ დავწერე, ესაა დაუსჯელობის, ნახევარსამართალის, ანუ ნახევრად უსამართლობის ბრალი.

ესაა ყველაზე დიდი პრეტენზია, რასაც მმართველ პარტიას დღეს მოსახლეობა უყენებს.

დაუსჯელობის გამო დღე და ღამე წამლავენ მოსახლეობას, დღე და ღამე სიძულვილის, ზიზღის თესვა, გახლეჩვა, დაპირისპურება, მივარდნები, პროვოკაციები და სიცრუეების კორიანტელია...

ამას წინათ სამხრეთში იყო ჩხუბი, იქ უჩხიკინეს, ახლა დმანისში. ბრმები ვგონივართ. გუშინდელი გადაცემები ყველამ ნახა. მედიას ამოფარება ვერ გადაფარავს. კომენტარები მაინც წაიკითხონ რას უწერს ათასობით ადამიანი.

მაგრამ არ იმჩნევენ.

არაუშავს.

ამ ეტაპზე საკმარისია", - წერს სალუქვაძე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner