logo_geo
eng_logo
ელიზბარ ჯაველიძე: ალასანიამ ერთხელ მითხრა, მიშას ხალხში მოქცევა ვერ ვასწავლეო!
- +

19 მაისი. 2021. 02:00

 

„სააკაშვილი არის შევარდნაძეზე უარესი მტერი და ღმერთმა ნუ ქნას მობრუნდეს, თორემ ქვეყანა საბოლოოდ დაგვეღუპება!“ - ამის შესახებ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ განაცხადა.

 

„ბავშვები ფეხბურთს თამაშობდნენ, მაგრამ მაგას არ ათამაშებდნენ. იქ ერთი ხე იდგა, რომელზეც მიშა აძვრებოდა და კომენტატორის როლს ასრულებდა.

 

ერთხელაც ვეკითხები მიშა, რა გინდა ხეზე-მეთქი? ბურთი მომხვდება და ამიტომ ხეზე ავედიო! – მიპასუხა. აი, ამის შემდეგ ვის რა უნდა დავუმტკიცო? ბიძამისი თემურ ალასანია ძალიან ნიჭიერი კაცია, მაგრამ ადრე „კაგებეს“ აგენტი იყო, ახლა კი ამერიკელების აგენტია... მან ერთხელ სააკაშვილზე შეწუხებულმა მითხრა რა ჯანდაბა გავაკეთო, ჭამა მაგას ვერ ვასწავლე, სიცილი მაგას ვერ ვასწავლე, ჩაცმა ვერ ვასწავლე, ხალხში მოქცევა ვერ ვასწავლეო! მითქვამს და კიდევ ვიმეორებ - სააკაშვილი არის შევარდნაძეზე უარესი მტერი და ღმერთმა ნუ ქნას მობრუნდეს, თორემ ქვეყანა საბოლოოდ დაგვეღუპება!“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძე,

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner