logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: ეს კარიკატურული კვაზი-პარტია ცოლ-ქმრის „კუხნის კლუბად“ იქცა
- +

19 მაისი. 2021. 03:04

 

"ევროპული საქართველო" პარლამენტში არ შედის - განცხადება ჩამოშლილი, ურეიტინგო პარტიის თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

 

„გასაგებია, რომ ეს კარიკატურული კვაზი-პარტია ცოლ-ქმრის  'კუხნის კლუბად' იქცა, მაგრამ ასეთი უბადრუკი ე.წ. ბოიკოტი განა სადმე სხვაგან გაგონილა?..

2020 წლის არჩევნებში, "ევროპულმა საქართველომ" მიიღო  3,79% (72.986 ხმა) - 5 მანდატი. დავით ბაქრაძე გაექცათ და დამოუკიდებლად შევიდა პარლამენტში; ასევე მიატოვა ელენე ხოშტარიამ, არ შევიდა პარლამენტში და დააფუძნა პოლიტიკური მოძრაობა "დროა"; 'ფლუგერები' შალვა შავგულიძე და არმაზ ახვლედიანი შევიდნენ პარლამენტში, მაგრამ გადასკუპდნენ "ლელოში"; სიით #5 ტარიელ ნაკაიძე, სავარაუდოდ, შევა პარლამენტში, მაგრამ დატოვებს ბოკერია-ჩერგოლეიშვილის პოლიტიკურ კანტორას.

 

და ბოიკოტი რას და ვის? "ევროპული საქართველოს" "კონგენიალურ" ქმედებებსა და განცხადებებზე მახსენდება გასული საუკუნის ერთ-ერთი ცნობილი ანეკდოტი, რომელშიც ერთი ღატაკი საბჭოთა გლეხი მეორეს ეკითხება: რაო, რა თქვა იმ მათხოვარმა რეიგანმაო?“, - წერს აბაშიძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner