"ევროპული საქართველო" პარლამენტში არ შედის - განცხადება ჩამოშლილი, ურეიტინგო პარტიის თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
„გასაგებია, რომ ეს კარიკატურული კვაზი-პარტია ცოლ-ქმრის 'კუხნის კლუბად' იქცა, მაგრამ ასეთი უბადრუკი ე.წ. ბოიკოტი განა სადმე სხვაგან გაგონილა?..
2020 წლის არჩევნებში, "ევროპულმა საქართველომ" მიიღო 3,79% (72.986 ხმა) - 5 მანდატი. დავით ბაქრაძე გაექცათ და დამოუკიდებლად შევიდა პარლამენტში; ასევე მიატოვა ელენე ხოშტარიამ, არ შევიდა პარლამენტში და დააფუძნა პოლიტიკური მოძრაობა "დროა"; 'ფლუგერები' შალვა შავგულიძე და არმაზ ახვლედიანი შევიდნენ პარლამენტში, მაგრამ გადასკუპდნენ "ლელოში"; სიით #5 ტარიელ ნაკაიძე, სავარაუდოდ, შევა პარლამენტში, მაგრამ დატოვებს ბოკერია-ჩერგოლეიშვილის პოლიტიკურ კანტორას.
და ბოიკოტი რას და ვის? "ევროპული საქართველოს" "კონგენიალურ" ქმედებებსა და განცხადებებზე მახსენდება გასული საუკუნის ერთ-ერთი ცნობილი ანეკდოტი, რომელშიც ერთი ღატაკი საბჭოთა გლეხი მეორეს ეკითხება: რაო, რა თქვა იმ მათხოვარმა რეიგანმაო?“, - წერს აბაშიძე.