logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: შევეცდებით, უცხოელ ტუროპრატორებს, დეველოპერებს ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობები გავაცნოთ
- +

19 მაისი. 2021. 10:07

 

 

„საქართველო წარდგება ყველა თავისი ღირშესანიშნაობით, მაქსიმალურად შევეცდებით, რომ უცხოელ ტუროპერატორებს, დეველოპერებს გავაცნოთ ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობები“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „ქრონიკას“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ესპანეთში ვიზიტზე საუბრისას განუცხადა.

 

„საქართველო, ერთ-ერთი უსაფრთხო მასპინძელი ქვეყანაა. მნიშვნელოვანია ესპანეთში ჩვენი ვიზიტი, რადგან ვისწრაფვით, რომ რეგიონში ყველაზე სწრაფად ტურიზმი ჩვენთან აღდგეს“, - განაცხადა თურნავამ.

 

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ორდღიანი ვიზიტით ესპანეთის სამეფოს ეწვია. მთავრობის მეთაური დღეს მადრიდში საერთაშორისო ტურისტული გამოფენის FITUR-2021-ის გახსნას დაესწრება, რომელშიც საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner