logo_geo
eng_logo
ივანე ჩხაიძე: სავარაუდოდ, ქვეყანამ მესამე ტალღის პიკი გაიარა
- +

19 მაისი. 2021. 10:42

 

 

„სინოვაკის“ ვაქცინას უსაფრთხოების პროფილი ძალიან მაღალი აქვს. დღეისთვის დაფიქსირებული არ არის „სინოვაკის“ აცრის შემდგომი არცერთი გართულება, ეს ვაქცინა არის აბსოლუტურად უსაფრთხო და მაღალეფექტური“, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

 

მისივე თქმით, საქართველომ მესამე ტალღის პიკი უკვე გაიარა.

 

„დღეში 1 500 ინფიცირებული ეს იმას ნიშნავს, რომ ვირუსი ისევ ჩვენთანაა, არ გამქრალა, ეს რიცხვი საქართველოსთვის ძალიან დიდია. სავარაუდოდ, მესამე ტალღის პიკი ქვეყანამ გადაიარა და ეს იყო 5 მაისს, მაგრამ 1 500 ინფიცირებულის ფონზე, ქვეყანაში გვქონდეს 100 ათასი ვაქცინა და ჩვენ მას არ ვიყენებდეთ, ვფიქრობ ეს არასწორია. ამიტომ ჩვენ ვაქცინაციის პროცესი უნდა დავაჩქაროთ და სასურველია, რომ მომდევნო კვირას „სინოვაკით“ ვაქცინაცია დაიწყოს“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner