logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: არანაირი შეშფოთების საბაბი არ გვაქვს
- +

16 ივლისი. 2016. 03:25


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თურქეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.


ჩვენ ძალიან დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას. ყველა საზღვარზე არის გაძლიერებული კონტროლი. სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში თურქეთთან ჩვენ საზღვარს ჩავკეტავთ. ჯერ-ჯერობით ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში, რომელიც ჩვენ გვესაზღვრება არანაირი არეულობა არ შეინიშნება, ვფიქრობ, რომ ჩვენ მხარეს სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და არანაირი რისკები არ არსებობს. ავიაკომპანიებმა შეაჩერეს ფრენები. გვქონდა ზარები ჩვენს თანამოქალაქეებისგან, რომ აიყვანეს თვითმფრინავში და ვერ გამოფრინდა. აქედან გამომდინარე, მაქსიმალურ კონტროლს ვახორციელებთ და გვაქვს ცხელი ხაზები, როგორც სტამბულში, ასევე თბილისში. უახლოეს პერიოდში შევიკრიბებით, გვქონდა სატელეფონო საუბარი პრეზიდენტთან. სამ საათზე გვაქვს ჩანიშნული პრეზიდენტთან უშიშროების საბჭო, სადაც შევიკრიბებით, შს მინისტრი, მე, უშიშროების სამსახურის უფროსი, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. მე მგონია, რომ ჩვენ მხარეს არანაირი შეშფოთების საბაბი არ გვაქვს, თუმცა ის, რაც თურქეთში ვითარდება შეშფოთების საფუძველს ბადებს. იმედია, მალე დაწყნარდება სიტუაცია და დაუბრუნდება ჩვეულებრივ კალაპოტს. თურქულ მხარესთან კავშირი შეუძლბელია, რადგან იქ არის სამხედრო მოქმედებები ქალაქებში და ქალქის ცენტრში, ამიტომ ჩვენ გვაქვს მუდმივი კავშირი ჩვენს დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან. დამირეკა ირაკლი კოპლატაძემ და ფაქტობრივად ყოველ 5 წუთში ერთხელ გვაქვს კავშირი, ასევე ჩვენი სხვადასხვა ინსტიტუციები არიან ჩართული მუდმივად ინფორმაციის მოპოვებაში და ამ წუთას ვფიქროობთ, რომ კავშირი შეუძლებელია. დიდი იმედი გვაქვს, რომ სიტუცია მალე დამშვიდდება", - აცხადებს პრემიერ-მინისტრი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner